გამოგვიწერეთ

Uncategorized

დირკ შუსტერი: “დამატებითი მოტივაცია გვაქვს, არანაირი წნეხი”

გააზიარეთ

ქუთაისის ტორპედო კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ ორდაბასს ესტუმრება.

მატჩის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტორპედოს მთავარმა მწვრთნელმა, გერმანელმა დირკ შუსტერიმ გუნდის განწყობაზე, მეტოქეზე და მზადების დეტალებზე ისაუბრა:

„ქუთაისიდან ყაზახეთში რამდენიმე დღით ადრე ჩამოვფრინდით, რათა ადგილობრივ პირობებთან შეგუება უკეთესად და დროულად შეგვძლებოდა. მადლობას ვუხდი ორდაბასის წარმომადგენლებს – ძალიან კეთილგანწყობილები აღმოჩნდნენ და გუშინ თავიანთი საწვრთნელი მოედანი დაგვითმეს. რაც შეეხება მატჩს – პოზიტიური მოლოდინები მაქვს. ვიცით, რომ ბევრი ჩვენთან მარცხს ელოდება, მაგრამ ეს არ არის მიზეზი წნეხისთვის – პირიქით, ჩვენი გუნდისთვის ეს დამატებითი სტიმულია.“

შუსტერმა ოპონენტის შესახებაც ისაუბრა:

„ორდაბასის არაერთი შეხვედრა გვინახავს, მათ შორის ბოლო მატჩი „ასტანას“ წინააღმდეგ. რთული გუნდია, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია მათთვის პრობლემების შექმნა. ქუთაისში ჩვენი ფეხბურთელების მენტალიტეტი და ხასიათი აშკარად გამოჩნდა და იმავე მიდგომით ვაპირებთ თამაშს ხვალაც. შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა ამთემაზე დეტალების გახმაურება ამეტაპზე არ მინდა“, – განაცხადა ტორპედოს დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო შეხვედრა 17 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებული გუნდი მომდევნო ეტაპზე კვიპროსის ომონიას დაუპირისპირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად Uncategorized