გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“გიორგი ამ თვისებას ლივერპულშიც გამოავლენს”, – სანიოლის ინტერვიუ მამარდაშვილის ტრანსფერზე

გააზიარეთ

გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში ტრანსფერი ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.

ლივერპულის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ინტერვიუ ჯერ თავად ფეხბურთელს ჩამოართვა, შემდგომ კი საქართველოს ნაკრების თავკაც ვილი სანიოლისაც გაესაუბრა:

“ეს ქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი სიახლე იყო. საჭიროა, რომ ფეხბურთელები განვითარდნენ და ტოპ ლიგებში ითამაშონ. რა თქმა უნდა, როცა ნაკრების პირველი მეკარე ლივერპულში გადადის, ეს დიდი სიახლეა არა მარტო გიორგისთვის, არამედ ზოგადად ნაკრებისთვის.

არ მინდა ვთქვა, რომ ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ გიორგის ვალენსიაში ძალიან სწრაფი ევოლუცია ჰქონდა. რა თქმა უნდა, ლივერპულის მეკარეობა მამარდაშვილისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

დარწმუნებული ვარ, გიორგი სხვადასხვა სახის წნეხს გაუმკლავდება. ხალხის რეაქციას ყოველთვის აქვს გავლენა, მაგრამ რაც აქამდე მინახავს, გიორგიში ეჭვი არ მეპარება.

მამარდაშვილი მთელი ცხოვრება საქართველოში თამაშობდა და შემდგომ ძალიან მარტივად აუღო ალღო ესპანურ ფეხბურთს, ამიტომ ვფიქრობ, ინგლისში ადაპტაციაც არ უნდა გაუჭირდეს.

მამარდაშვილი ბოლო სამ წელიწადში ძალიან განვითარდა, არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც კაცი. ის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. მამარდაშვილი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.

დარწმუნებული ვარ, ის ლიდერული თვისებები, რომელიც მან საქართველოში გამოავლინა, ლივერპულშიც გამოვლინდება.

ისეთ ასპექტში, როგორიც თავისი საჯარიმოს დაცვაა, ვფიქრობ, მამარდაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოა. ამასთან ერთად, მას შეუძლია, საკუთარ გუნდელებში სიმშვიდე და თავდაჯერება შემოიტანოს, რადგან თავადაც წყნარია”, – განაცხადა ჯვაროსნების თავკაცმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები