გამოგვიწერეთ

Uncategorized

რეალმა ბასკები გაანადგურა

გააზიარეთ

მადრიდის ,, სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე გამართულ ლა ლიგის მატჩში რეალმა სოსიედადი 4:1 გაანადგურა.
შეხვედრის გმირი ,,სამეფო კლუბის” სუპერვარსკვლავი კილიან მბაპე გახდა.
ფრანგმა ფეხბურთელმა ჰეთთრიკი შეასრულა.

დედაქალაქელებმა ანგარიში მე-40 წუთზე გახსნეს. ფედერიკო ვალვერდემ საჯარიმოში მყოფი მბაპე შენიშნა და ბურთი გადააწოდა. მბაპემ ერთი მცველი ჩამოცილა და ლამაზი დარტყმით გოლი გაიტანა.

ტაიმის მიწურულს სოსიედადმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. რეალის მცველების დაბნეულობით ხორვატმა ლუკა სუჩიჩმა იხეირა.

მეორე ტაიმი ,,სამეფო კლუბის” სრული უპირატესობით წარიმართა. მე-60 წუთზე მბაპემ ჯუდ ბელინგემთან კომბინაცია გაითამაშა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მადრიდელები წინ გაიყვანა.

68-ე წუთზე ბელინგემმა ბრაზილიელ ჟუნიორ ვინისიუსსაც გაატანინა. ინგლისელმა ბრძოლაში დაკარგული ბურთი დაიბრუნა და მეკარის წინ მყოფ ბრაზილიელს ზუსტი პასი გაუკეთა.

მე-80 წუთზე ასისტენტის როლში ჟუნიორ ვინისიუსი მოგვევლინა. სამხრეთ ამერიკელმა მბაპეს ჰეთთრიკის გაფორმების შანსი მისცა.

მატჩის მიწურულს რეალმა მეხუთე გოლიც გაიტანა. ბრაიმ დიასს გოლი თამაშგარის გამო გაუუქმეს.

საბოლოოდ, რეალმა 4:1 მოიგო და  6 ქულით, თან ბურთების უკეთესი სხვაობით სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

რეალი 4:1 სოსიედადი
1-0 მბაპე (40), 1-1 სუჩიჩი (45), 2-1 მბაპე (60), 3-1 ჟუნიორ ვინისიუსი (68), 4-1 მბაპე (80)

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად Uncategorized