გამოგვიწერეთ

Uncategorized

ქართული კლასიკო ტორპედომ მოიგო

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-15 ტურის პირველ დღეს ორი მატჩი გაიმართა. ცხადია, მთავარი ჯახი ქართული კლასიკო იყო.

დინამო (თბ)-ტორპედო 0:1

0:1 პირესი (70)

ქართული კლასიკო ქუთაისის ტორპედომ მოიგო. ერთადერთი გოლი ბრაზილიელმა ფელიპე პირესმა გაიტანა. ბრაზილიელს კარგი პასი გაუკეთა გიორგი არაბიძემ, ლორიამაც კარი ნაადრევად დატოვა, პირესი გაექცა და ცარიელ კარში შეაგდო.

აღსანიშნავია, რომ არაბიძემ უკვე მერვე საგოლე პასი მიითვალა.

მანამდე გასატანი თუ ვინმეს ჰქონდა ისევ ტორპედო იყო. უფრო სწორად კომენ ანდრიჩი, რომელსაც არაბიძის კარგი შემდეგ ლორიამ აუღო, ხოლო მამუჩაშვილის პასის შემდეგ ცარიელ კართან მყოფმა ბურთი ძელს გაარტყა.

ტორპედოს 11 ტურია არ წაუგია და მეორე ადგილზე უკვე მყარადაა. დინამოელებმა კი, ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს, თემურ ქეცბაიას ხელში კი, სულაც პირველად დამარცხდნენ.

გაგრა-დილა 2:0

1:0 კლაუდინეი (64); 2:0 ანდრეიჩუკი (86)

გაგრამ დილას 2:0 აჯობა. გაგრაელებს ზედიზედ ექვსი ტური არ ჰქონდათ მოგებული და ცუდი სერია შეწყვიტეს. გორელები მეხუთე ადგილზე რჩებიან.

ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ჯერ პედრო ბორჟესის პასის მერე გაიტანა კლაუდინეიმ. ეს სუფთა ბრაზილიური კომბინაციით გატანილი გოლი იყო…

მერე დილას ჟოაო არაუჟო მეორე ყვითელი ბარათის გამო გაუძევეს და გაგრამაც რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა – ზურაბ ჭავჭანიძის პასით ანდრი ანდრეიჩუკი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ზუსტად დაარტყა.

25 მაისს კიდევ სამი მატჩი გაიმართება: სამგურალი-იბერია; დინამო (ბთ)-რუსთავი; სპაერი-მეშახტე.

სატურნირო ცხრილი:

1.იბერია 14 8 3 3 20-11 27

2.ტორპედო 15 7 5 3 26-12 26

3.რუსთავი 14 6 5 3 17-12 23

4.დინამო (თბ) 15 5 7 3 17-14 22

5.დილა 15 6 2 7 11-12 20

6.დინამო (ბთ) 14 4 6 4 20-23 18

7.სპაერი 14 4 5 5 20-18 17

8.სამგურალი 14 4 3 7 14-22 15

9.გაგრა 15 3 5 7 13-21 14

10.მეშახტე 14 1 7 6 9-22 10

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად Uncategorized