გამოგვიწერეთ

ნაკრები

ემიგრაციიდან ქართული ფეხბურთისთვის

გააზიარეთ

ქართულ ფეხბურთში, ნამდვილად, ოქროს ხანა დგას.  აგერ, ზედიზედ მესამედ ვთამაშობთ ევროპის ჩემპიონატს.

გუშინ, სლოვაკეთში დაწყებულ 21-წამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პოლონეთი 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ვასილიოს გორდეზიანმა გაიტანა.  გორდეზიანი საბერძნეთში გაზრდილი ქართველია და ემიგრაციაში გაზრდილმა ბიჭმა თავისი ძირეული სამშობლოსთვის თამაში აირჩია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გორდეზიანიც 22 ნომრიანი მაისურით თამაშობს, ისე როგორც გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ასევე ემიგრაციაში გაზრდილია და  გასული ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მოკლედ, ემიგრაციაში გაზრდილი ჟორჟი და ვასილიოსი  საქართველოსთვის უტევენ და გადამწყვეტი გოლები გააქვთ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები