გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ენრიკემ ხვიჩა დაასვენა – პსჟ-მ სეზონი გამარჯვებით გახსნა

გააზიარეთ

ლიგა 1-ის ახალ სეზონს მოქმედი ჩემპიონი პსჟ გასვლაზე ნანტის წინააღმდეგ მშვიდი გამარჯვებით, 0:1 იწყებს.

მიუხედავად იმისა, რომ პარიზელებმა მეტოქე მხოლოდ მინიმალური სხვაობით დაამარცხეს, უპირატესობა ცალსახა იყო – 71%-იანი ბურთის ფლობა და 17 დარტყმა კარისკენ. ლუის ენრიკეს გუნდმა ეს ყველაფერი კი იმის გათვალისწინებით მოახერხა, რომ დაასვენა გუნდის ძირითადი ბირთვი და შანსი სათადარიგო ფეხბურთელებს მისცა.

დასვენების შანსი მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამაც და ის მოედანზე მხოლოდ 78-ე წუთზე, გონსალო რამოშის ნაცვლად გამოჩნდა. დარჩენილ არასრულ 15 წუთში ქართველმა თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.

რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, პსჟ-ს ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე ნუნო მენდეშის ასისტით ვიტინიამ გაიტანა. 78-ე წუთზე გაიტანა გონსალო რამოშმაც, თუმცა გოლი VAR-ის გადაწყვეტილებით გაუქმდა.

შემდეგ ტურში პსჟ-ს მეტოქე ანჟერი იქნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები