გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ერთი მოგება ელიტამდე

გააზიარეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. ერთი მოგებაც და ის წლის რიგით მესამე მეიჯორის ძირითად ბადეში იქნება.

ახლო წარსულში, იყო დრო, მას დიდ სლემებზე ელიტაში ადგილი გარანტირებულად ჰქონდა, ახლა კი საამისოდ გვარიანი ოფლის ღვრა სჭირდება, ისე როგორც ეს დღევანდელ მატჩში მოხდა.

ქართველ ჩოგბურთელს კვალიფიკაციის ფინალში გასასვლელად ჰონკონგელ კოლემან ვონგთან ორი ტაიბრეიკის თამაში მოუხდა. ორივე შემთხვევაში მეცამეტე გეიმები სათავისოდ დაასრულა და მომდევნო ეტაპზეც დამსახურებულად გავიდა – 7:6, 7:6.

გადამწყვეტი დაპირისპირება ნიკოლოზ ბასილაშვილს არგენტინელ ხუან პაბლო ფისოვიჩთან ელის, რომელიც რეიტინგის 156-ე ჩოგანია. გამარჯვების შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელი უიმბლდონის ელიტის კარს შეაღებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი