გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ღირსეული დაბრუნება

გააზიარეთ

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ელიტაში ადგილი დაიბრუნა. ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ახლო წარსულში დიდ სლემებზე მუდამ მთავარ ბადეში იყო და იქაც ყოჩაღობდა, გარკვეულ მიზეზთა გამო პოზიციები დათმო და რეიტინგშიც საგრძნობლად დაქვეითდა. სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ბოლო ხანებში მას არა მხოლოდ მეიჯორებზე, არამედ შედარებით დაბალი კატეგორიის ტურნირებზეც ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან უწევს.

მიმდინარე უიმბლდონზე, უფრო სწორად მის საკვალიფიკაციო შეჯიბრში ნიკოლოზ ბასილაშვილს მიზნამდე ანუ ძირითად ბადემდე გასაღწევად სამი მატჩის მოგება დასჭირდა და მარტივი გასეირნება არცერთ მათგანში არ ჰქონია.

წინა ორი მატჩისგან განსხვავებით, საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალი უკვე ხუთ სეტიანი გახლდათ და როდესაც მან არგენტინელ ხუან პაბლო ფისოვიჩთან პირველი სეტი 1:6 დათმო, ბევრ ქართველ გულშემატკივარს ალბათ გულმა რეჩხი უყო, თუმცა ბასილაშვილმა მობილიზება შეძლო და მეტოქეს მიჯრით სამი პარტია – 7:5, 6:2, 6:1 მოუგო.

ამრიგად, ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეშია და იმედი ვიქონიოთ, რომ თავს არც იქ შეირცხვენს. ისე კი, მისთვის აღნიშნულ მეიჯორზე საუკეთესო შედეგი 2015 წელს მესამე წრეში გასვლაა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი