გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ერთმა ქულამ ევროტურნირებზე ერთი გუნდი დაგვიმატა

გააზიარეთ

იბერია-მიალბიუ 1:1

თბილისი. მიხეილ მესხი

1:0 ჯინჯოლავა (55პ), 1:1 პეტერსონი (89)

იბერია: მაკარიძე, ქობულაძე, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, ქარდავა, დადიანი (ალჰასანი 80), კაფე (ტიბუე 61), ნაჭყებია (კუცია 71), სიხარულაშვილი, ძაგანია (ბართიშვილი 80)

მიელბიუ: ლუნდინი, მიეტინენი (პეტერსონი 84), მორენი, იქბაი, გრანატი (ნილსსენი 65), გუსტაფსონი (ენგაარდი 65), გუსტავსონი, ჰოფმანი, სამუელსენი (ტიდსტრანტი 84), ბერგსტრიომი, ლინდგერნი

თბილისის იბერია 1999-მა მიხეილ მესხზე კონფერენციის ლიგის საერთო ეტაპის მეორე ტურის მატჩი ჩაატარა: შვედეთის მიალბიუსთან 1:1 ითამაშა.

1994 წლიდან მოყოლებული ეს არის ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში პირველი ქულა ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე…

არადა, შორს არც გამარჯვება იყო. საქართველოს ჩემპიონი შვედეთის ჩემპიონს 89-ე წუთამდე უგებდა, მაგრამ…

პირველ ტაიმში სკანდინავიელები უკეთ გამოიყურებოდნენ, მაგრამ გოლი არ გასულა. შესვენების შემდეგ კი, იბერია გიორგი ჯინჯოლავას პენალტით დაწინაურდა. 11 მეტრიდან დარტყმის უფლება ნიკა სიხარულაშვილმა მოიპოვა, რომელიც ჭკვიანურად და მარტო გაისარჯა – ორ მეტოქეს ჭკვიანურად გასცდა და სანამ წააქეცევდნენ, საჯარიმოში შესვლა მოასწრო.

თუმცა, მიალბიუს ჰქონდა სათამაშო უპირატესობა და ანგარიში გაათანაბრა. ეს 89-ე წუთზე მოხდა. როგორც ქართული კლუბების ხშირად ხდება, ბოლომდე ვერ გავუძელით…

ჰო, ამ ქულით საქართველომ UEFA-ს საკლუბო რეიტინგში 50-ე ადგილი დაიბრუნა და 2028-29 წლების სეზონისთვის ევრიტურნირებზე ოთხი გუნდით თამაშით უფლება დაიბრუნა. შეგახსენებთ, შემდეგ სეზონში ევროტურნირებს სამი გუნდით შევხვდებით.

კონფერენციის ლიგაში იბერია მესამე ტურის მატჩს, 5 ნოემბერს, დანიაში, კოპენჰაგენთან ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები