
25 მაისს საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტურის ფარგლებში სამი გამორჩეული და მნიშვნელოვანი დაპირისპირება გაიმართა, რომლებმაც სეზონის სურათზე პირდაპირი გავლენა იქონია. გთავაზობთ ტურის დეტალურ მიმოხილვას:
გაგრამ თელავი მოულოდნელად 3:0 გაანადგურა
მიხეილ მესხის სტადიონზე გამართულ მატჩში გაგრამ თელავს სოლიდური ანგარიშით – 3:0 მოუგო. გიორგი ონიანის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და ბოლო ექვს მატჩში წაგების გემო არ იცის.
მატჩის ანგარიში 59-ე წუთზე პედრომ გახსნა, რომელმაც გიორგი გაბედავას ზუსტი გადაცემის შედეგად დაარტყა. მატჩის ბოლო წუთებში ტემპი კიდევ უფრო გამწვავდა – 84-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილმა ანგარიში ორამდე გაზარდა, ხოლო 94-ე წუთზე 18 წლის ილია კაციაშვილმა ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.
გაგრა ამ გამარჯვებით 20 ქულამდე ავიდა და მეექვსე პოზიციაზე გადაინაცვლა, გასავარდნ ზონას კი ხუთი ქულით მოსწყდა.
მეორე მხრივ, თელავი სერიოზულ კრიზისშია: გუნდს უკვე 11 მატჩია არ გაუმარჯვია, ბოლო მოგება მეექვსე ტურში ჰქონდათ. კახელებს ამჟამად მხოლოდ 12 ქულა აქვთ და ცხრილის ბოლო პოზიციაზე იმყოფებიან. ზაფხულის შესვენებამდე წინ კიდევ ერთი გადამწყვეტი დაპირისპირება აქვთ – უშუალო კონკურენტ სამგურალთან.
ბათუმის დინამოს კრიზისი და წყალტუბოს სამგურალის მნიშვნელოვანი მოგება
წყალტუბოში ადგილობრივმა სამგურალმა დინამო ბათუმს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. იმერული კლუბისთვის ეს მნიშვნელოვანი წარმატება იყო, რადგან ამ შეხვედრამდე გუნდს ზედიზედ ხუთი წაგება ჰქონდა.
გოლი მატჩის დასაწყისშივე გავიდა – გიორგი ფანცულაიამ მასპინძლები წინ გაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ (უერდი მარამ პენალტი გააფუჭა), პირველ ტაიმში ფანცულაიამ დუბლი შეასრულა. მეორე ნახევარში, 60-ე წუთზე კი, პენალტი უკვე სამგურალმა მოიპოვა, რომელიც გოლად ლუკა ხორხელმა აქცია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.
სამგურალმა ამ გამარჯვებით მოუგებელი სერია დაასრულა და 15 ქულით მეშვიდე პოზიციაზე გადაინაცვლა. იმერლები ბოლო ტურში თელავს უმასპინძლებენ, რაც ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი იქნება.
რაც შეეხება დინამო ბათუმს – გუნდი აშკარად კრიზისშია. პირველ წრეში მათ 21 ქულა მოიპოვეს, თუმცა მეორე წრეში მხოლოდ 6 ქულას დასჯერდნენ. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო და ახლა 27 ქულით მეოთხე ადგილზეა. ბათუმელები მომდევნო ტურში კოლხეთს დაუპირისპირდებიან.
დრამა თბილისში – გარეჯი იბერიას დაუზავდა — 1:1
ტურის ბოლო დაპირისპირება თბილისში გაიმართა, სადაც საგარეჯოს გარეჯმა ლიდერ იბერიას უმასპინძლა. შეხვედრა დრამატულად წარიმართა და 1:1 დასრულდა.
ლევან კორღალიძის გუნდმა სწრაფად მოახერხა დაწინაურება. მერვე წუთზე ლუკა სილაგაძემ ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ გოლისას აშკარად შეცდა საგარეჯოელთა მეკარე. თუმცა იბერიამ ამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო : 86-ე წუთზე ვახო ბედოშვილმა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა და გიორგი გოგოლაშვილს გაატანინა.
საერთოდ, ვახო ბედოშვილის თამაში გამოსარჩევია. მარჯვენა ფლანგის 21 წლის შემტევს მართლაც ჩინებული სეზნი აქვს. არადა, ეს ბიჭი მესამე ლიგელი ორბის საკუთრებაა და გარეჯში იჯარით თამაშობს.
იბერია 41 ქულით ისევ წაუგებლად ლიდერობს, მაგრამ სხვაობა მეორეადგილოსან დილასთან უკვე ექვს ქულამდე დავიდა. დედაქალაქელები მომდევნო ტურში გაგრას შეხვდებიან.
გარეჯმა ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა, 15 ქულა დააგროვა და მერვე პოზიციაზეა. შემდეგ თამაშს კახელები ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავენ.
იხილე მეტი
-
საქართველოს ჩემპიონატი
/ 1 საათის agoმასპინძლების ორი მოგება და ფრე
გააზიარეთკრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 24-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. ორში მასპინძლებმა მოიგეს, ხოლო ერთშიც ფრე...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 2 საათის agoეგოიანი არ ჩერდება – გოლს პლუს პასი
გააზიარეთსაქართველოს ნაკრებისა და ექსელსიორის ნახევარმცველი ირაკლი იეგოიანმა შესანიშნავ ფორმაშია. ჩვენებურმა ერედივიზიეს სეზონი მოსალოდნელზე ბევრად...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 2 საათის agoქართველები შეცვლებზე და სკამზე
გააზიარეთლა ლიგაში მერვე ქართველი ვიხილეთ – გიორგი წიტაიშვილმა რაიო ვალეკანოს მაისურით სადებიუტო მატჩი იქაური...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი