გამოგვიწერეთ

Uncategorized

ოთხში ორი – კონფერენსის თასი ლონდონში წავიდა

გააზიარეთ

ლონდონის ჩელსი კონფერენს ლიგის მეოთხე გამარჯვებულია.

არისტოკრატებმა ფინალურ შეხვედრაში რეალ ბეტისი ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.

მატჩის დებიუტში აბდე ეზალზულიმ სევილიელები დააწინაურა და პირველ ტაიმში ბეტისს უფრო სოლიდური სხვაობით მოგებაც მართებდათ. მეორე ტაიმში მოედანზე ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ლონდონელები საგრძნობლად გააქტიურდნენ, ხოლო ბეტისის დამრიგებელმა მანუელ პელეგრინიმ ნაცვლად შეტევებისა პრაგმატიზმი და შესაბამისად ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში არჩია, რაც ესპანური გუნდისთვის საბოლოოდ დამღუპველი გამოდგა.

65-ე წუთზე ენცო ფერნანდესმა მატჩში წონასწორობა აღადგინა, ხუთ წუთში ნიკოლას ჯექსონმა ლონდონელები დააწინაურა, 83-ე წუთზე სანჩომ სხვაობა ორამდე გაზარდა, მატჩის მიწურულს კი მოისეს კაისედომ საბოლოო წერტილი დასვა.

ცნობისთვის, აქამდე კონფერენს ლიგის გათამაშების გამარჯვებულნი იტალიური რომა, ლონდონუი ვესტ ჰემი და ბერძნული ოლიმპიაკოსი იყვნენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად Uncategorized