გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ესპანური გარიგება ჩაიშალა – სად გააგრძელებს კარიერას გაგუა

გააზიარეთ

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გაგუას კარიერა სეგუნდა დივიზიონის მკვიდრ მალაგაში უნდა გაეგრძელებინა, თითქოს ყველაფერი შეთანხმებული იყო, თუმცა, როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა.

Geo Team იტყობინება, რომ ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი კარიერას კვიპროსის ჩემპიონატში გააგრძელებს. ხორვატულ ისტარასა და აელ ლიმასოლს შორის გარიგება ცოტა ხნის წინ შედგა.

როგორც ირკვევა, შეთანხმდნენ კვიპროსული გუნდი და გაგუაც – გიორგი ლიმასოლისთან სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

გაგუა კვიპროსში ახალი კვირის დასაწყისში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები