გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

“ეს გადაწყვეტილება გაუგებარია” – ლიონის ოფიციალური განცხადება

გააზიარეთ

ლიონი ფინანსური დავალიანებების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს, თუმცა ფრანგულ კლუბს გადაწყვეტილების გასაჩივრების შანსი აქვს.

როგორც ლიონი ოფიციალურ განცხადებაში ამბობს, ისინი გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ, რადგან ის სამართლაინად არ მიაჩნიათ:

“ლიონი DNCG-ის სრულიად გაუგებარ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გაასაჩივრებს. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში, DNCG­-თან ერთად აქტიურად ვმუშაობდით და ყველანაირი მოთხოვნა და ვალდებულება, რომელიც გვქონდა, დავაკმაყოფილეთ. გუნდის აქციონერების კონტრიბუციისა და კრისტალ პალასის გაყიდვის წყალობით, ჩვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლადაა გაუმჯობესებული და მომდევნო სეზონისთვის საკმაო რესურსიც გვაქვს.

გუნდმა თავისი  ფინანსური შესაძლებლობების დამამტკიცებელი დოკუმენტები წარმოადგინა და სპორტული წარმატების წყალობით, ზედიზედ მეორე წელია, ევროტურნირებზე იასპარეზებს. გულწრფელად გაუგებარია, ამხელა სასჯელი რატომ დაგვაკისრეს და ასეთი დიდი ფრანგული კლუბი მეორე დივიზიონში რატომ დააქვეითეს. აპელაციას შევიტანთ და დავამტკიცებთ, რომ ფინანსური პრობლემები არ გვაქვს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები