გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ექვსიდან ექვსი – საქართველო აგებს და აგებს

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა და ისიც წააგო. ჩვენი გუნდი ჩეხებთან 87:100 დამარცხდა. შეგახსენებთ, ორი დღის წინ ამ გუნდებმა დახურული მატჩი ითამაშეს და იქ ჩეხებმა 20 ქულით მოგვიგეს. ამჯერად 13-ით წავაგეთ, მაგრამ დიდი ვერაფერი შეღავათია.

ჩეხებთან ბოლო მატჩის წინ ალეკსანდარ ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების განაცხადი სამი კალათბურთელით შეამცირა – გუნდს სანდრო სანაძე, ლუკა მაზიაშვილი და გიორგი სულაბერიძე გამოაკლდა. შესაბამისად, თორნიკე შენგელიას არყოფნაში ნაკრებში 12 კალათბურთელი დარჩა, მაგრამ კაპიტანი გუნდს კვიპროსზე შეუერთდება და ერთი მათგანი კიდევ გამიაკლდება. დიდი ალბათობით ეს ან ალექსანდერე ფევაძე, ანაც ილია ლონდარიძე იქნება.

დავუბრუნდეთ ჩეხეთთან თამაშს: შენგელიას გარდა, ჯიკიჩმა ამჯერად გოგა ბითაძეც დაასვენა. ისე გამოდის, რომ მთავარ მწვრთნელს საკონტროლო მატჩები არათუ ერთით, ხშირად უფრო ორი დანაკლისით ჰქონდა. თუმცა, არც ეს ამართლებს ჩვენი გუნდის თამაშს.

დასაწყისი მასპინძლების იყო, სოლიდურადაც ლიდერობნენ, მაგრამ მეოთხედის დასკვნით ნაწილში წინ გასვლაც მოვახერხეთ, თუმცა 10-წუთეული მაინც ქულით წავაგეთ – 27:28.

მეორე მეოთხედი საშინლად ჩავატარეთ და 12 ქულით წავაგეთ. კატასტროფული იყო დაცვა – განსაკუთრებით პერიმეტრზე.

მესამე და მეოთხე პერიოდები ფრედ დასრულდა. ვერც ეს გვაძლევს დამშვიდების უფლებას. ვნახოთ რა იქნება ევრობასკეტზე…

კარგი მატჩი ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს, რომელიც ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო – 22 ქულა, 7 მოხსნა; სხვა ქართველი კალათბურთელების მონაგარი ასეთია: ბექა ბურჯანაძე (14 ქულა, 6 მოხსნა); გიორგი შერმადინი (13 ქულა, 8 მოხსნა); დუდა სანაძე (13 ქულა); კამარ ბოლდუინი (9 ქულა, 5 პასი); რატი ანდრონიკაშვილი (8 ქულა); გიორგი ოჩხიკიძე (7 ქულა); კახა ჯინჭარაძესა და გიორგი კორსანტიას ქულა არ მოუპოვებიათ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი