გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ექსკლუზივი! – გონიოში ბრაზილიელი შემტევი ითამაშებს

გააზიარეთ

etablo.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, 26 წლის შემტევი ვინისიუს ბელოტი კარიერას გონიოში გააგრძელებს.

ფეხბურთელთან შეთანხმება უკვე მიღწეულია – ის მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან კონტრაქტს 1+1 სისტემით გააფორმებს.

ბელოტი ბოლოს ბრაზილიის რანგით მეორე ლიგაში ამაზონის ღირსებას იცავდა. მის კარიერაში შედის ბულგარეთის უმაღლესი ლიგის გამოცდილება, ასევე პორტუგალიური ბოავიშტას აკადემია, სადაც მან საფეხბურთო განათლება მიიღო. გარდა ამისა, ნათამაშები აქვს იტალიურ ფიორენტინას 19 წლამდელთა გუნდშიც.

TRANSFERMARKT-ის მიხედვით, ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 100 ათასი ევროა.

ბრაზილიელს შეტევის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. იგი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

შეგახსენებთ, გონიო საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის კლუბია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ტრანსფერები