გამოგვიწერეთ

საქართველოს თასი

იბერია თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა

გააზიარეთ

დღეს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალში, ერთმანეთს იბერია 1999 და ქუთაისის ტორპედო დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

მატჩის ანგარიში 24-ე წუთზე გაიხსნა — იბერიას უპირატესობა ანგარიშზე მამაგეიშვილის ბრწყინვალე გოლმა ასახა. ამას ტორპედოს გააქტიურება და მცირედი უპირატესობის მოპოვება მოჰყვა. 44-ე წუთზე ქუთაისელების კაპიტანმა, ვლადიმერ მამუჩაშვილმა საკუთარი მოპოვებული თერთმეტმეტრიანი უშეცდომოდ შეასრულა და იბერიას გასახდელში გოლი გააყოლა.

მეორე ნახევარშიც გუნდებს შორის თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. შეხვედრის უკანასკნელი და გადამწყვეტი გოლი, ტორპედოს დაცვის მიერ დაშვებულ შეცდომას მოჰყვა. თორნიკე ახვლედიანმა ამ შეცდომით ისარგებლა და საბოლოოდ თერთმეტმერტიანიც მოიპოვა. პენალტი იური ტაბატაძემაც უბადლოდ შეასრულა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

იბერია თასის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ტყიბულის მეშახტეს შეხვდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად საქართველოს თასი