გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ვის შეიძლება შეხვდნენ ქართული კლუბები მეორე ეტაპის დაძლევის შემთხვევაში 

გააზიარეთ

უეფას კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი ქართული კლუბი იასპარეზებს:

საქართველოს ჩემპიონი იბერია 1999 ესტონურ ლევადიას შეხვდება, გორის დილა ლატვიურ რიგასს, ქუთაისის ტორპედო კი კვიპროსის ომონიას. ხოლო სპაერი ავსტრიულ ვენის აუსტრიას დაუპირისპირდება.

გამარჯვების შემთხვევაში დილა და ტორპედო მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილები იქნებიან. მათი სავარაუდო მეტოქეები ასეთია:

ყარაბაღი ან არისი (საბერძნეთი)

არარატ-არმენია ან უნივერსიტატეა კლუჟი (რუმინეთი)

ვარდარი (ჩრდილოეთ მაკედონია) ან ლოზანა სპორტი (შვეიცარია)

სარაევო (ბოსნია) ან უნივერსიტატეა კრაიოვა (რუმინეთი)

სუტიესკა (მონტენეგრო) ან ბეითარი (ისრაელი)

ჩემპიონების გზით მოასპარეზე იბერიას, ლევადიასთან წარმატების შემთხვევაში, შემდეგი მეტოქეები შეიძლება შეხვდნენ მესამე ეტაპზე:

ჟალგირისი (ლიტვა) ან ლინფილდი (ჩრდილოეთ ირლანდია)

ნიუ სეინთსი (უელსი) ან დიფერდანჟი (ლუქსემბურგი)

სპაერი, რომელიც განუთესავი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში შემდეგი წყვილებიდან დამარცხებულ გუნდებს შორის მიიღებს მეტოქეს:

ოლექსანდრია (უკრაინა) ან პარტიზანი (სერბეთი)

ბეშიქთაში (თურქეთი) ან შახტარი (უკრაინა)

ნოვი პაზარი (სერბეთი) ან იაგელონია (პოლონეთი)

არდა (ბულგარეთი) ან ჰელსინკი (ფინეთი)

ჰამარბი (შვედეთი) ან შარლერუა (ბელგია)

ბანიკ ოსტრავა (ჩეხეთი) ან ლეგია (პოლონეთი)

ქართულ კლუბებს წინ ურთულესი მატჩები ელით და წარმატების შემთხვევაში ევროტურნირებზე კიდევ უფრო სერიოზული გამოწვევები ექნებათ.

ვუსურვებთ წარმატებებს ყველა წარმომადგენელს ევროპულ ასპარეზზ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები