გამოგვიწერეთ

ნაკრები

ვახო ბედოშვილი ახალგაზრდულს უკაკუნებს

გააზიარეთ

etablo.ge-ს სანდო ინფორმაციით, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს, სერიოზულად აქვს განხილვაში საგარეჯოს გარეჯის ახალგაზრდა მარჯვენა ფლანგის შემტევის, ვახო ბედოშვილის გამოძახება. ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა, დიდი ალბათობით, ხვალ ოფიციალურად გახდება ცნობილი.

21 წლის ფეხბურთელი გარეჯში იჯარით ასპარეზობს და საქართველოს მესამე ლიგის ბინადარ ორბის ეკუთვნის. ბედოშვილი ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაში იმყოფება – ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა, ბოლოს კი იბერიასთან შეხვედრაში საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. თითქმის ყველა მატჩში გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი და გამორჩეული მოთამაშეა.

შეგახსენებთ, რომ ვახო ბედოშვილი ორბის 2022 წელს შეუერთდა და მას შემდეგ კლუბის მაისურით არაერთი გამორჩეული სეზონი ჩაატარა.

ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი საბოლოო შემადგენლობა კი 5 ივნისს გახდება ცნობილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები