გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ვილიარეალმა მოგება გაიხსენა, მიქაუტაძემ – გოლი

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტური დაიწყო და ძალიან საინტერესო მატჩები გაიმართა. გოლი ყველა მატჩში გავიდა. მათ შორის, ერთი ქართულიც იყო.

ვილიარეალი-ნაპოლი 3:1

0:1 რაჰმანი (8); 1:1 მიქაუტაძე (23); მოურინიო (26); ოლუვასეი (85)

გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა და ვილიარეალის შემობრუნებას საფუძველი ჩაუყარა. მენამდე, მერვე წუთზე, ამირ რაჰმანის გოლით ნაპოლი დაწინაურდა. მიქაუტაძეს გათანაბრება მანამდეც შეეძლო, მაგრამ ბადიაშილე ბურთს ცარიელ კარში დაუხვდა.

ჟორჟმა მაინც შეაგდო: ქართველმა ფორვარდმა მატეო პოლიტანოს ცუდი პასი ჩაჭრა, მეკარე მოატყუა და მახვილი კუთხიდან გაიტანა; მერე სანტიაგო მოურინიოს ლამაზი გოლი და ვილიარეალი შესვენებას უპირატესობით შეხვდა.

მეორე ტაიმში ვილიარეალი თამაშს აკონტროლებდა, 85-ე წუთზე ტანი ოლუვასიემაც გაიტანა და ესპანელებმა 3:1 მოიგეს.

მიქაუტაძემ, რომელიც 63-ე წუთზე შეცვალეს, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველად გაიტანა, ვილიარეალმა კი ჩემპიონთა ლიგაზე 12-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

ინიგო პერესის გუნდს სამი ქულა აქვს და მომდევნო ტურში ლივერპულს ესტუმრება, ხოლო ნაპოლი უქულოდაა და ბოდო გლიმტს დაუხვდება.

ატლეტიკო-მანჩესტერი 2:0

1:0 ბარიოსი (1); 2:0 ლუკმენი (79)

ტურის ცენტრალური მატჩი მადრიდში შედგა, სადაც ატლეტიკომ მანჩესტერი დაამარცხა და მეტოქის გუნდის მწვრთნელსაც წყალი შეუყენა.

ანგარიში პირველივე წუთზე პაბლო ბარიოსმა გახსნა; მატჩის ბოლოს კი, კაცნაკლულ მანჩესტერს ადემოლა ლუკმენმაც გაუტანა და ესპანურმა კლუბმა მარტივად იმარჯვა.

ატლეტიკომ სამი ქულა დააგროვა და მომდევნო ტურში შტუტგარტთან ითამაშებს; მანჩესტერის მონაგარიც სამი ქულაა, მომდევნო ტურში კი კომოს ესტუმრება.

ვიკინგი-ბაიერნი 3:3

1:0 სტენსნესი (2); სტივენსენი (38); 2:1; 2:2 კეინი (54; 60); 2:3 დიასი (71); ჰაუგენი (90)

მორიგი ნორვეგიული აღმოჩენა ვიკინგი გამოდგა. სკანდინავიურმა გუნდმა ჯანი სტენსნესისა და პეტერ კრისტიანსენის გოლებით ტაიმი 2:0 მოიგო.

თუმცა, ბაიერნი რის ბაიერნია, რომ დანებდეს. ეგ კი არა, 71-ე წუთზე უკვე თავად იგებდა: ჰარი კეინმა დუბლი შეასრულა, ერთიც ლუის დიასმა მიითვალა. თუმცა, მალევე ბავარიელებს მაიკლ ოლისე გაუძევეს და ეს საჩუქარი ნორვეგიელებმა 90-ე წუთზე გამოიყენეს – იოჰან ჰაუგენმა გაათანაბრა.

ვიკინგმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ქულა მოიპოვა და მომდევნო ტურში ასტონ ვილას შეხვდება; ბაიერნს ოთხი ქულა აქვს, მომდევნო მეტოქე კი არსენალი იქნება.

გალათასარაი-ბარსელონა 1:4

1:0 ბატრაკოვი (28); კანსელუ (43); 1:2 ტორესი (50); 1:3 გორდონი (53); 1:4 ადეიემი (65)

ბარსელონა შეუჩერებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჰანსი ფლიკის გუნდი ბატრაკოვის გოლით გალათასარაისთან ჩამორჩა, მაგრამ მაინც მოიგო.

ტაიმის ბოლოს ჟოაო კანსელუმ გაათანაბრა. მეორე ტაიმში კი, ლამინ იამალის პასებით ჯერ ფერმინ ლოპესმა გაიტანა, შემდეგ – ენტონი გორდონმა. ბოლოს კერიმ ადეიემიმაც შეაგდო და გალათასარაი 4:1 გაანადგურა.

ბარსას ექვსი ქულა აქვს და მომდევნო ტურში პსჟ-ს შეხვდება; უქულო გალათასარაის უქულო ლილის ესტუმრება.

ინტერი-ბრიუგე 3:4

0:1 ტრესოლდი (30); 1:1 ლაუტარო (44); 1:2; 1:3 ტრესოლდი (63; 75); 2:3 ლაუტარო (81); 2:4 ფერმანტი (88); დიუფი (90)

ჯუზეპე მეაცაზე სენსაცია დატრიალდა – ბრიუგენ უხვგოლიანმატჩში ინტერი დაამარაცხა.

ნიკოლო ტრესოლდიმ ჰეთ თრიკი შეასრულა, ერთიც ფერმანტმა შეაგდო. ერთ-ერთი საუკეთესო იყო კარლუშ ბორჟესი, ვინაც პენალტი მოიპოვა და ორი საგოლე პასი გააკეთა. ინტერს ლაუტარო მარტინესის დუბლი და დიუფის გოლი არ ეყო.

ბრიუგეს სამი ქულა აქვს და ლანსს უმასპინძლებს; ინტერი უქულოდაა და საკუთარ მოედანზე შახტარს დაუხვდება.

არსენალი-ლილი 3:0

1:0 ტიმბერი (64); 2:0 ეზე (67); 3:0 საკა (71)

არსენალი უდანაკარგო და გოლგაუშვებელია. მიკელ არტეტას გუნდმა მეტოქე მეორე ტაიმში გატეხა. ყველაფერი შვიდწუთიან ინტერვალში გადაწყდა: იურიენ ტიმბერმა, ებერეჩი ეზემ და ბუკაიო საკამ გაიტანეს და 3:0.

ლაიფციგი-პსვ 1:0

1:0 გრუდა (75)

გერმანელებმა პსვ-ს უმასპინძლეს და ბოლოსკენ გატანილი გოლით იმარჯვეს. თუმცა, ანგარიშის გახსნა ნიდერლანდელებს ჯერ კიდევ პირველ ტაიმში შეეძლოთ, მაგრამ ივან პერიშიჩს პენალტი მეკარემ აუღო.

სამაგიეროდ, ბრაიან გრუდამ ლამაზი გოლი გაიტანა ლაიფციგს სამი ქულა მოუტანა, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე რეალს ესტუმრება; პსვ-ს ქულა დარჩა და სათამაშოდ პორტუსთან ჩავა.

ლანსი-სპორტინგი 0:2

0:1 სუარესი (22); 0:2 დუმბია (74)

ლისაბონის სპორტინგმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. პორტუგალიელებმა ამჯერად სტუმრად ლანსი დაამარცხეს – 2:0.

სპორტინგი ლუის სუარესის გოლით დაწინაურდა, რასაც მეორე ტაიმში ისა დუმბიას გოლი მოჰყვა.

სპორტინგმა 6 ქულა დააგროვა და მომდევნო ტურში ლინცერს უმასპინძლებს, ხოლო ლანსს 3 ქულა აქვს და სტუმრად ბრიუგეს ეთამაშება.

საბაჰი-სლავია 2:0

1:0 პარისი (49); 2:0 მიკელსი (88)

აზერბაიჯანის ჩემპიონმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში პირველი გოლიც გაიტანა და აქტივში პირველი გამარჯვებაც ჩაიწერა. საბაჰმა პრაღის სლავიას შინ 2:0 აჯობა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლები კაჰიმ პარისის გოლით დაწინაურდნენ, რასაც მატჩის ბოლოს ჯოი-ლანს მიკელსმა მეორეც მიაყოლა და…

საბაჰს 3 ქულა აქვს და დორტმუნდს უმასპინძლებს, ხოლო სლავია უქულოდაა და ფენერბაჰჩეს ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები