გამოგვიწერეთ

ნაკრები

ვილი სანიოლი: პოზიტიური დინამიკა შევინარჩუნეთ

გააზიარეთ

ბაჰრეინის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ პრესკონფრენციაზე ისაუბრა.

ვილი სანიოლი:

„სამი ცენტრალური მცველით ვითამაშეთ, რადგან ეს მატჩი სექტემბრისთვის მოსამზადებლად უნდა გამოგვეყენებინა. ამხანაგური მატჩები ყოველთვის იმისთვის არის, რომ ოფიციალური თამაშებისთვის მოემზადო. ამიტომ ვითამაშეთ ასე…

ივნისში, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ, ფეხბურთელებისთვის ყოველთვის რთულია ენერგიის ბოლო რესურსების მობილიზება. ვეცადეთ, მოთამაშეებისთვის დამატებითი მოტივაცია მიგვეცა და მეორე ტაიმი უკეთესი გამოგვივიდა…

საერთო ჯამში, ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ, ისევე როგორც პირველი მატჩით. თუმცა, ბაჰრეინთან ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, რაც ბუნებრივია…

ზოგჯერ უნდა მიიღო ის ფაქტი, რომ მსგავსი ხასიათის მატჩს დიდი ანგარიშით ვერ იგებ, მაგრამ გამარჯვება მაინც გამარჯვებაა. ასეთი მოგებები გვეხმარება პოზიტიური დინამიკა შევინარჩუნოთ“.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები