გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველომ ბაჰრეინს მძიმედ აჯობა

გააზიარეთ

ივნისის სანაკრებო პაუზის პერიოდში საქართველოს ერვნულმა გუნდმა მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ბაჰრეინი დაამარცხა.

საქართველო-ბაჰრეინი 2:0

1:0 ლოჩოშვილი (52), 2:0 კვარაცხელია (77პ)

საქართველო: გუგეშაშვილი (კერესელიძე 80), გოგლიჩიძე, ბერიაშვილი (გელაშვილი 80), ლოჩოშვილი, ლობჟანიძე (მამაგეიშვილი 80), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 71), კიტეიშვილი (კვერნაძე 71), ეგოიანი (გაგნიძე 71), ხარებაშვილი (აზაროვი 46), კვარაცხელია, ქვილითაია (ზივზივაძე 46)

თამაში ისევ სამი ცენტრალური მცველით დავიწყეთ და ასეც იქნება ერთა ლიგაზე. ეს უკვე გადაწყვეტილად ჩანს. ასევე ჩანს, რომ გუნდს მწვრთნელის ხელი აკლია. მთელი პირველი ტაიმის მანძილზე დაბალი ტემპში ვთამაშობდით, ბევრი წუნი იყო პასებში და წინსვლის ნაცვლად ვერტიკალურ ფეხბურთს ვთამაშობდით. პლუს სტანდარტულებზე რომ არ ვმუშაობთ, არც ეს ახალი პრობლემა.

მეორე ტაიმი უკეთესი იყო, მაგრამ მთლიანი სურათი ამით არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ ოთარ კიტეიშვილს კარგი მატჩი არ ჰქონდა, გოლი მისი პასით გავიდა – საჯარიმოში ჩააწოდა და ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა კარგი ცენტრფორვარდივით შეაგდო…

მეორე გოლი პენალტით გავიტანეთ. ბაჰრეინელმა მცველებმა საჯარიმოში გიორგი კვერნაძე წააქციეს და ხვიჩა კვარაცხელიამ 11 მეტრიდან ზუსტად დაარტყა.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები