გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ლევან კორღალიძემ გორის დილა დატოვა

გააზიარეთ

გორის დილა მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ლევან კორღალიძემ გუნდი 13 მაისს ჩაიაბარა და სამ კვირაში დატოვა.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მიზეზი 46 წლის სპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ, თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა. გუნდის ხელმძღვანელობამ ყველანაირი მხარდაჭერა შესთავაზა და დარჩენა სთხოვა, მაგრამ ლევანმა წასვლა გადაწყვიტა.

მადლობას ვუხდით ლევან კორღალიძეს კლუბისთვის გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ“, – დილას პრესსამსახური სოციალურ ქსელში ასეთ განცხადებას აქვეყნებს.

ვინ ჩაიბარებს გორის გუნდს, ჯერჯერობით, უცნობია. არადა, 16 ივნისს გუნდმა ევროტურნირების მეტოქე უნდა შეიტყოს.

დილამ 2026 წლის ეროვნულ ლიგის 16 ტურში 20 ქულის მოპოვება შეძლო და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა. გუნდს უახლოესი მატჩის ჩატარება 12 ივნისს, ბათუმში, დინამოსთან უწევს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი