გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ვინუსი იგებს, რეკორდი სხვისია

გააზიარეთ

„ეს რაღაც უჩვეულო განცდაა. ჩემი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მსგავსი რამ ჯერ არ გამომიცდია. თითქოს როგორც ჩოგბურთელი ხელახლა დავიბადე. ბევრს ვფიქრობდი გადამედგა თუ არა ეს ნაბიჯი და მოხარული ვარ, რომ რაღაც მხრივ არ შევმცდარვარ“ – ეს სიტყვები ვინუს უილიამსს ეკუთვნის, რომელიც მან ვაშინგტონის 500-იან ტურნირზე პირველი წრეში გამარჯვების შემდეგ წარმოთქვა.

ალბათ, ჩოგბურთის ზედმიწევნით ცოდნა და სამეფო სპორტის თავგადაკლული ქომაგობა სულაც არ არის საჭირო დიდებული ამერიკელი მეჩოგნის შესახებ ერთხელ მაინც გაგეგო. ამიტომაც შესაძლოა ბევრს გაუკვირდეს დიდი სლემი ტურნირების შვიდგზის ჩემპიონი ერთი კონკრეტული ტურნირის პირველი წრის გადალახვამ ასე რატომ აღაფრთოვანაო. საქმე იმაშია, რომ ვინუს უილიამსი არც მეტი არც ნაკლები 45 წლის არის და ცხადია კარიერაც დიდი ხნის დასრულებული ჰქონდა, თუმცა მოულოდნელად დაბრუნება გადაწყვიტა.

ასაკის მიუხედავად ნიჭი და ოსტატობა არსად იკარგება და ეს ვინუსის შემთხვევამაც დაამტკიცა. უფროსმა უილიამსმა ვაშინგტონის პრესტიჟულ ტურნირზე მასზე ორჯერ უმცროსი (23 წლის) თანამემამულე პიტონ სტირნსი ორ სეტში დაამარცხა და მომდევნო წრეში ასევე ამერიკელ მაგდალენა ფლეხს დაუპირისპირდება.

45 წლის ვინუს უილიამსის ეს გამარჯვება ისტორიას ნამდვილად შემორჩება, მაგრამ გაოცდებით და რეკორდი სულაც არ გახლავთ. ამ მხრივ მოწინავე ლეგენდარული მარტინა ნავრატილოვაა, რომელმაც 2004 წელს, 47 წლის ასაკში უიმბლდონზე კატალინა კასტანოსთან დასამახროვრებელი გამარჯვება იზეიმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი