გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

კიცბული ყაზახურად დაიხურა

გააზიარეთ

„ეს კვირა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო ჩემს კარიერაში, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა“ – იტყვის ალექსანდრე ბუბლიკი კიცბულში მოგებული ტიტულის შემდეგ.

ავსტრიის ამ პატარა ქალაქში ATP-ის 250-იანი კატეგორიის ტურნირს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. ის გრუნტის საფარზე ტარდება და 1990 წლიდან იმართება. კიცბულში, სხვადასხვა დროს, ისეთ ტიტულოვან ჩოგბურთელებს უჩემპიონიათ როგორებიცაა პიტ სამპრასი, ხუან მარტინ დელ-პოტრო, დომინიკ ტიმი, კასპერ რუდი და ა.შ.

შარშან კიცბულის კორტებზე იტალიელმა მატეო ბერეტინიმ იმარჯვა, წლეულს კი მსოფლიო რეიტინგის 30-ე ნომერმა ალექსანდრე ბუბლიკმა.

ყაზახმა ჩოგბურთელმა ფინალში ფრანგი არტურ კაზო ორ სეტში – 6:4, 6:3 დაამარცხა და კარიერაში მეშვიდე ტიტულს დაეუფლა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი