გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ვიტესი ულიცენზიოდ, ეგოიანი უკლუბოდ

გააზიარეთ

იყო პერიოდი, არნემის ვიტესს „ქართულ“ კლუბს ვეძახდით. ამ ნიდერლანდური გუნდის ხელმძღვანელობაში ერთი ხანობა მერაბ ჟორდანიაც გახლდათ და ერთდროულად რამდენიმე ქართველი ფეხბურთელიც თამაშობდა, თანაც ძირითად შემადგენლობაში. გურამ კაშია წლების მანძილზე სულაც ვიტესის კაპიტანი იყო და ნიდერლანდების თასიც მოიპოვა.

გამოხდა ხანი, მერაბ ჟორდანია ვიტესიდან წავიდა, ჩვენებურებიც ნელ-ნელა იქიდან აიბარგნენ, გუნდიც ერედივიზიონიდან გავარდა. მოკლედ, ეს ის ვიტესი აღარ არის ნიდერლანდების ჩემპიონატში ყველასათვის ანგარიშგასაწევ ძალად რომ ითვლებოდა და ევროთასებზეც მეტ-ნაკლებად დამაჯერებლად ასპარეზობდა.

ახლა კი ვიტესმა ფინანსური დარღვევების გამო საერთოდ პროფესიული კლუბის ლიცენზიაც დაკარგა. ეს გადაწყვეტილება ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის სალიცენზიო კომიტეტმა მიიღო.

ამ ამბავზე დიდად ყურადღება შესაძლოა არც გაგვემახვილებინა რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ვიტესში ერთი ქართველი ფეხბურთელი კიდევ შემორჩა. ირაკლი ეგოიანი ვიტესში შარშან ტვენტედან გადაბარგდა და 8 გოლიც გაიტანა, ხოლო გრააფსხაპის კარში გატანილი მისი საოცარი მაკრატელა დარტყმა ჩემპიონატში საუკეთესოდ აღიარეს.

როგორც ნიდერლანდური მედია იტყობინება ვიტესის ყველა ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა და შეუძლიათ ამ სტატუსით ისარგებლონ.

სად გააგრძელებს კარიერას ირაკლი ეგოიანი ჯერ ცხადია უცნობია.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები