გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებდი” – ქოჩორაშვილი

გააზიარეთ

26 წლის გიორგი ქოჩორაშვილი კარიერაში ახალ ეტაპს იწყებს – ქართველმა ნახევარმცველმა პორტუგალიურ გრანდ სპორტინგთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. ტრანსფერი საჯაროდ პირველად ჯერ კიდევ პირველ აპრილს ლევანტეს მხრიდან დადასტურდა, თუმცა პრეზენტაცია მხოლოდ ახლა, ივლისში, შედგა.

ქოჩორაშვილი პორტუგალიაში ესპანური ლევანტედან გადავიდა – კლუბიდან, სადაც 2017 წლიდან თამაშობდა. ამ პერიოდში ქართველი ფეხბურთელი სხვადასხვა დროის განმავლობაში ჟირონას, პერალადასა და კასტელიონის მაისურითაც გამოდიოდა.

დღეს, ალვალადეს სტადიონზე გამართულ პრეზენტაციაზე, გიორგი ქოჩორაშვილმა გულშემატკივრებს ემოციური სიტყვით მიმართა:

“კაპიტან ამერიკას ისტორიაში, მასზე ამბობდნენ, რომ სუსტი იყო, რომ არ იყო მზად, შემდეგ გარდაქმნეს და მან სამყარო გადაარჩინა, ხალხს დაეხმარა. როცა გოლს ასე აღვნიშნავ, მინდა, ბავშვებს მივცე მაგალითი, რომელთაც ასევე ხშირად ეუბნებიან, რომ გამოწვევებისთვის მზად არ არიან. ჩემი მესიჯი კი ასეთია – თუ მე შევძელი, თუ კაპიტან ამერიკამ შეძლო, თქვენც შეძლებთ! უნდა გჯეროდეთ, უნდა იშრომოთ და გქონდეთ დისციპლინა”.

ახალწვეულმა სპორტინგში ადაპტაციის პირველი შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა:

“როცა ბავშვი ვიყავი, ოცნებობდი, რომ ერთ დღესაც ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებდი. მახსოვს, მატჩები გვიან იყო და არ მაყურებინებდნენ ტელევიზორში. ახლა ჩემი ოცნება რეალობაა. ჩემი სურვილია, გუნდს დავეხმარო, რადგან მე გუნდური ფეხბურთელი ვარ, ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია – დავეხმარო გუნდს მოედანზე და მის გარეთ”.

“აქ ყველა ისე დამხვდა, თითქოს მათი შვილი ან ძმა ვიყო. როცა ახალ სახლში შედიხარ, თავს უხერხულად გრძნობ, მაგრამ ორ დღეში უკვე ყველაფერი შესანიშნავად იყო, ისე კარგად მიმიღეს. ვიცი, რომ სპორტინგი დიდი კლუბია. ჩემი სურვილია, გავიდე მოედანზე და გავიხარო სპორტინგის ფანებთან ერთად. რა თქმა უნდა, წინ სირთულეებიც გველის, მაგრამ ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით.

ჩემი სურვილია, გავხდე ისეთი მოთამაშე, რომელიც თანაგუნდელებს “ფასს” უზრდის – თუ დახმარება მცველს დასჭირდება, მე მასთან ვიქნები, თუ გარემარბს – იქ”.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები