გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ზარიას კაირატმა ასტანას გადაასწრო და ჩემპიონი გახდა

გააზიარეთ

ყაზახეთის პრემიერლიგის 2025 წლის სეზონი დრამატულად დასრულდა. ბოლო ტურში კაირატისაკუთარ მოედანზე ასტანას დაუზავდა და ჩემპიონობა მოიპოვა.

გადამწყვეტ შეხვედრაში სტუმრებს მხოლოდ გამარჯვება აწყობდათ, თუმცა მატჩი 1:1 დასრულდა. ეს შედეგი საკმარისი აღმოჩნდა კაირატისთვის, რომელმაც ასტანას ორი ქულით გადაასწრო და ზედიზედ მეორედ, ხოლო საერთო ჯამში მეხუთედ დაეუფლა ქვეყნის ჩემპიონობას.

გიორგი ზარია მოედანზე 64-ე წუთიდან გამოჩნდა. ქართველმა ნახევარმცველმა სეზონში 18 შეხვედრა ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.

კაირატის შემადგენლობაში კიდევ ერთი ქართველი, ლუკა გადრანიც ირიცხებოდა, თუმცა ტრავმის გამო სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა. მან მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. 2025 წლის სექტემბრიდან გადრანი ისრაელში თამაშობს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ლეგიონერები