გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ზივზივაძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

გააზიარეთ

ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგის ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა და ჰაიდენჰაიმს უშუალო კონკურენტ ზანკტ პაულისთან 2:0 მოაგებინა.

ჩვენებურის კარგი თამაში არ გამორჩენიათ გერმანიაში და გაწეული შრომაც დაუფასდა – ბუნდესლიგის ვებ-გვერდზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჩვენებური დაასახელდა.

აი, რა წერის ბუნდესლიგის ვებ-გვერდზე:

„მართალია, მატჩის ბედი დინკჩიმ გადაწყვიტა, მაგრამ გამარჯვებისკენ ჰაიდენჰაიმის გამწევი ძალა ქართველი იყო. მისი ადრეული გოლის წყალობით, ჰაიდენჰაიმს მატჩის სტარტი იდეალური გამოუვიდა, ბუდუ კი, მოედანზე ბრძოლისუნარიანობითაც აშკარად გამორჩეული იყო.

ზივზივაძემ 14 ორთაბრძოლა მოიგო, რაც გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ეს მაშინ, როდესაც ყველაზე ხშირად წნეხის ქვეშ ბუდუ ექცეოდა – ზანკტ პაულის მცველების სამიზნე 21-ჯერ გახდა. ბუდუ ბურთის შენარჩუნებით ეხმარებოდა დაცვასაც, შეტევაში კი მისი მოქმედებები მასპინძელთა სხვა ფეხბურთელებს სივრცეებს უტოვებდა.

ენერგიითა და მიზანსწრაფულობით გუნდს საბრძოლო სულს უნარჩუნებდა, რაც გადარჩენისთვის ბრძოლაში ჰაერივით სჭირდებოდა. ზივზივაძემ ხმათა 57% მიიღო და მატჩის ფეხბურთელად დამსახურებულად დასახელდა“.

შეგახსენებთ, ეს ქართველი ფორვარდის მეოთხე გოლია მიმდინარე სეზონში.

ამ გამარჯვებით ჰაიდენჰაიმს 22 ქულა გაუხდა და სატურნირო ცხრილში კვალაც ბოლო, მე-18 ადგილზე რჩება, მაგრამ ფლეი აუტის ადგილს უკვე ოთხი ქულით ჩამორჩება. თუმცა, რთული კალენდარი რჩება…

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები