გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ზედიზედ მესამედ – ბუდუმ ბუნდესლიგაში გაიტანა

გააზიარეთ

ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგის ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა და ჰაიდენჰაიმს იმედი შეუნარჩუნა. ჰაიდენჰაიმმა 31-ე ტურში უშუალო კონკურენტ ზანკტ პაულს 2:0 მოუგო და ელიტაში დარჩენი შანსი გაიზარდა.

ბუდუ სასტარტო შემადგენლობაში იყო უკვე მე-3 წუთზე ანგარიშის გახსნა. თავდამსხმელის გოლი გამოვიდა – კუთხურის გათამაშების ჩვენებურმა სწორი პოზიცია შეარჩია და ახლო მანძილიდან შეაგდო. მასპინძლებმა მეორე გოლი 82-ე წუთზე გაიტანა.

ბუდუს, რომელიც მსაჯის მიერ კონპენსირებული დროის მეორე წუთზე შეცვალეს, კარში ერთი დარტყმა და ორი მწვავე პასი ჰქონდა. მისი 16 პასიიდან ცხრა ზუსტი გამოდგა.

ეს ქართველი გორვარდის მეოთხე გოლია მიმდინარე სეზონში.

ჰაიდენჰაიმს 22 ქულა გაუხდა და სატურნირო ცხრილში კვალაც ბოლო, მე-18 ადგილზე რჩება, მაგრამ ფლეი აუტის ადგილს ოთხი ქულით ჩამორჩება. თუმცა, რთული კალენდარი რჩება…

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები