გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველო რუმინეთს ამხანაგურად დაუზავდა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზის დროს პირველი ამხანაგური მატჩში რუმინეთს გაეჯიბრა და 1:1 ეთამაშა.

მატჩის წინ გურამ კაშია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა სპეციალური სამახსოვრო საჩუქრით დააჯილდოვა. ნაკრების კაპიტანმა ბოლო სანაკრებო, 129 მატჩი ითამაშა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა. ეს 64-ე წუთზე მოხდა და გასვლის წინ ორივე გუნდის ფეხბურთელებმა დერეფანი მოუწყვეს.

პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, მაგრამ გატანა ორივე გუნდს შეეძლო: ჯერ გიორგი მამარდაშვილის შეცდომის შემდეგ რუმინელთა თავდამსხმელმა ცარიელ კარში დაარტყმა, მაგრამ ლუკა ლოჩოშვილმა გადაგვარჩინა; შემდეგ რუმინელი მცველები შეცდნენ და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბუდუ ზივზივაძემ ვერ გაიტანა.

მეორე ტაიმში სწრაფი გოლი გავიდა: ირაკლი ეგოიანმა ბურთი მარჯვენა ფლანგზე გიზი მამაგეიშვილს გააყოლა, ვისი ჩაწოდებული ბურთიც რუმინელთა მეკარეს ხელიდან გაუვარდა და გიორგი ქვილითაიამ ცარიელ კარში შეაგდო; მალევე დაცვაში მამაგეიშვილი შეცდა, რასაც ჩაწოდება და მუნტიანუს თავით გატანილი გოლი მოჰყვა. მამარდაშვილმა ვერ გადაგვარჩინა.

მეორე ტაიმში შანსები ჩვენ უფრო გვქონდა – ზივზივაძემ და გიორგი კვერნაძემ ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენეს. მთლიანობაში წასაგები თამაში არ გვქონდა…

მომდევნო მატჩს ვილი სანიოლის გუნდი 5 ივნისს, ბაჰრეინის ნაკრებთან ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები