გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ზურიკო დავითაშვილმა კვლავ გაიტანა – სენტ ეტიენი ლიდერობს

გააზიარეთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის მესამე ტურში სენტ ეტიენმა გასვლაზე ბულონს 1:0 სძლია და თამაშის გმირი ზურიკო დავითაშვილი გახდა.

ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 89 წუთი ითამაშა. მატჩის ბედი 74-ე წუთზე გადაწყდა – დავითაშვილი საჯარიმოში დაცვის ხაზს გასცდა, ზუსტად დაარტყა და შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.

ეს უკვე მეორე გოლია მიმდინარე სეზონში ქართველი ლეგიონერისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზურიკოს შესაძლო ტრანსფერზე ისევ საუბრობენ, ამ ეტაპზე სენტ ეტიენის ღირსებას იცავს, ხოლო საბოლოო პასუხი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, თვის ბოლომდე გაირკვევა.

მოგებული მატჩის შემდეგ სენტ ეტიენი 7 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს. მომდევნო ტურში, 30 აგვისტოს, გუნდი საკუთარ მოედანზე გრენობლს დაუპირისპირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები