გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

რა ქულებით შეფასდნენ ქართველები ლიონი VS მეცის თამაშში?

გააზიარეთ

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-2 ტურში ლიონმა საკუთარ არენაზე მეცი 3:0 დაამარცხა. შეხვედრა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის: ფრანგული ელიტის მატჩში ერთდროულად სამი ქართველი ფეხბურთელი ვიხილეთ – გიორგი მიქაუტაძე, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი. მსგავსი შემთხვევა ლიგა 1-ში აქამდე არ დაფიქსირებულა.

მეცის მთავარი მწვრთნელის, სტეფან ლე მინიანის, გადაწყვეტილებით, 62-ე წუთზე მოედანი დატოვეს წიტაიშვილმა და აბუაშვილმა. წიტაიშვილი შეტევაში აქტიურად ჩაერთო და ერთხელ კარისკენაც დაარტყა, ხოლო აბუაშვილმა საიმედო მონაცემები აჩვენა – ბურთს 47-ჯერ შეეხო და 27-ვე გადაცემა ზუსტად შეასრულა, მათ შორის ერთი განსაკუთრებით სახიფათო იყო.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, ის მატჩის ბოლომდე დარჩა მოედანზე და რამდენჯერმე გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა მის მცდელობებს ლიონელთა მეკარე დაუხვდა.

საბოლოოდ, სტატისტიკურად ფეხბურთელთა შეფასებები ასე განაწილდა: მიქაუტაძე – 7.1, აბუაშვილი – 6.5, წიტაიშვილი – 5.8.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები