გამოგვიწერეთ

სხვა...

თავისუფლების სამი სარეიტინგო მედალი

გააზიარეთ

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დაიწყო სარეიტინგო ტურნირი ჭიდაობაში. პირველი დღე საჭიდაო ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ხუთი წონითი კატეგორია გავიდა და საქმეში ექვსი ქართველი ვიხილეთ. მათგან, სამმა, მედლის მოპოვება მოახერხა.

70 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში აკაკი ქემერტელიძე გავიდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და ირანელ სინა მაჰდი ჰალილთან  0:10 დამარცხდა;

ფინალი ბრძოლაში დათმო ვლადიმერ გამყრელიძემ (84კგ), – ჩვენებურს ამერიკელმა ჯეიმს კეკეისენმა 4:3 აჯობა;

ბრინჯაოს მედალს დასჯერდა ნიკა ზაქაშვილი (65), ვინაც მესამე ადგილისთვის უნგრელ გამზატგაჯი ხადილოვს 11:6 მოუგო.

დღესვე უმედლოდ დარჩნენ რობერტ დინგაშვილი და ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (ორივე 57), ხოლო გიორგი ღონიაშვილი (61) მედლისთვის ბრძოლას ხვალ გააგრძელებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად სხვა...