გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

ფიგურულ მოციგურავეთა ორი ჩინური ვერცხლი

გააზიარეთ

ჩინეთის ქალაქ შენჟენში მიმდინარე გრანპის მესამე ეტაპზე წარმატებით იასპარეზეს საქართველოს ნაკრების წევრებმა. ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას და დიანა დევისი-გლებ სმოლკინის წყვილებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

სპორტულ წყვილებში მეტელკინა-ბერულავას დუეტმა, რომელსაც მოკლე პროგრამაში 67.06 ქულა ჰქონდა, თავისუფალში გამოსვლის შემდეგ კი ჯამური 198,27 ქულა დააგროვა და მხოლოდ რუსებს, ანასტასია მიშინასა და ალეკსანდრ გალიამოვს (209,84) ჩამორჩა; მესამე ადგილზე იაპონური წყვილი – იუნა ნაგაოკა-სუმიტადა მორიგუტი (181.50) გავიდა.

საერთო ჩავთლაში მეტელკინა-ბერულავას წყვილი 28 ქულით ლიდერია. თუმცა, ჩვენების ეს მონაგარი ორ გრან-პრიზე მოდის. ათეულში მყოფ სხვა მონაწილეებს თითო გრან-პრი აქვს და არის შანსი ლიდერობა დაიკარგოს.

სპორტულ ცეკვებში საქართველოს სახელით გამომსვლელმა დევისი-სმოლკინის დუეტმა ორ პროგრამაში 193,54 ქულა დაიმსახურა და მხოლოდ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს – ლილა ფირსა და ლუის გიბსონს (194,93) ჩამორჩა; აქ მესამე ადგილი ესპანელებს, ოლივია სმარტსა და ტიმ დიკის (178,30) ერგოთ.

დევისი-სმოლკინას დუეტი 26 ქულით საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზეა და მათი სამომავლო ბედიც სხვა მონაწილეებზეა დამოკიდებული.

მედლამდე სულ ცოტა დააკლდა ანასტასია გუბანოვას (208.58), ვინაც შენჟენში გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა. პირველობა იაპონელმა მონე ჩიბას (224.48) ერგო; ვერცხლი რუს ალეკსანდრა იგატოვას (221.27); ბრინჯაო – სამხრეთკორეელ ლი ჰე ინს (210.79).

საერთო ჩათვლაში გუბანოვა 22 ქულით ლიდერია. ცხადია, მისი საბოლოო შედეგიც სხვა გრან-პრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

ვაჟებში ნიკა ეგაძე (246.61 ქულა) მერვე ადგილზე გავიდა, რის გამოც სამი ქულა ერგო, მაგრამ საუკეთესო ათეულში ჯერ არ არის.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები