გამოგვიწერეთ

სხვა...

ფორბსის სიაში ამერიკული ფეხბურთი დომინირებს

გააზიარეთ

2025 წლის მიწურულს, გავლენიანმა გამოცემა „ფორბსმა“ 50 ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული კლუბი დაასახელა.

უნდა ითქვას, რომ ამ 50 კლუბის ჯამური ღირებულება 353 მილიარდი დოლარია და წინა წელთან შედარებით 22 %-ით არის მომატებული.

რეიტინგის სათავეში ზედიზედ მეცხრე წელია ამერიკული ფეხბურთის (NFL) კლუბი დალასელი კავბოები იმყოფება, რომლის ღირებულება წელს 13 მილიარდ დოლარს შეადგენს. საერთოდაც, სიაში 30 გუნდი სწორედ ამერიკული ფეხბურთის არის.

12 კლუბია ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციიდან (NBA), ოთხი – ევროპული ფეხბურთიდან, 2-2 კი, ბეისბოლიდან (MLB) და ფორმულა 1-დან.

ისიც ვთქვათ, რომ სიიდან ამოვარდნენ ისეთი გრანდები, როგორებიც არიან მანჩესტერ სიტი, მიუნხენის ბაიერნი და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული პარი სენ-ჟერმენი.

TOP-10 კლუბების სია კი ასე გამოიყურება:

1.დალას კავბოისი (NFL) – 13.0 მილიარდი დოლარი;

2.გოლდენ სტეიტ უორიორსი (NBA) – 11.0 მლრდ;

3.ლოს ანჯელეს რემსი (NFL) – 10.5 მლრდ;

4.ნიუ იორკ ჯაიანთსი (NFL) – 10.1 მლრდ;

5.ლოს ანჯელეს ლეიკერსი (NBA) – 10.0 მლრდ;

6.ნიუ იორკ ნიქსი (NBA) – 9.75 მლრდ;

7.ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი (NFL) – 9.0 მლრდ;

8.სან ფრანცისკო 49 (NFL) – 8.6 მლრდ;

9.ფილადელფია იგლზი (NFL) – 8.3 მლრდ;

10.ჩიკაგო ბეარსი (NFL) – 8.2 მლრდ;

10.ნიუ იორკ იანკისი (MLB) – 8.2 მლრდ.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად სხვა...