გამოგვიწერეთ

ნაკრები

თბილისს ფიფასა და უეფას მაღალჩინოსნები სტუმრობდნენ

გააზიარეთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (სფფ) სამუშაო ვიზიტით მყოფ მსოფლიოს მინი-ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფილიპ ჯუდა და ევროპის მინი-ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პეტერ კრალიკი სტუმრობდნენ. სამუშაო ვოზიტის ფარგლებში სტუმრები სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტ ზაზა ზამთარაძეს და სფფ-ის ტექნიკური დირექტორ გოჩა თამაზაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს მინი-ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ოთარ აბულაძე.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საქართველოში მინი ფეხბურთის განვითარების ტემპები და სამომავლო პერსპექტივები იყო.

საქართველოს მინი-ფეხბურთის ნაკრები აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტურნირებში. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის მე-14 საფეხურზეა, უკვე იასპარეზა მსოფლიოს სამ და ევროპის ორ ჩემპიონატზე.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მაღალი რანგის ტურნირების საქართველოში ჩატარების პერსპექტივაზე, მათ შორის, 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის შესაძლებლობაზე.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები