გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

დებიუტანტები ფავორიტებს ტოლს არ უდებენ

გააზიარეთ

ეროვნული ლიგის მეორე წრე ორი მატჩით დაიწყო. გამოსარჩევია ლიგის დებიუტანტების კარგი თამაში ფავორიტებთან.

სპაერი-ტორპედო 1:1

1:0 კოხრეიძე (6); 1:1 ბასილაძე (75)

მე-10 ტური სპაერისა და ქუთაისის ტორპედოს მატჩით გაიხსნა. ეროვნული ლიგის დებიუტანტებს პირველ წრეში მოგებული ჰქონდათ, ამჯერად კი, ფრეს დასჯერდნენ.

ანგარიში მე-6 წუთზე ლაშა კოხრეიძემ გახსნა. სპაერმა ამის შემდეგ კიდევ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ ორივე თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. ტორპედომ წონასწორობა 75-ე წუთზე აღადგინა. რიონისპრელებიდან ალეკო ბასილაძემ გაიტანა.

რუსთავი-დილა 1:0

1:0 იაკობიძე (90)

რუსთაველთა მწვრთნელი გია ცეცაძე პირველი წრის საუკეთესოდ აღიარეს და ეს ამ მატჩშიც დაამტკიცა. ქვემოქართლელებმა ტურნირის პირველ მეოთხედში სამივე მედალოსანს (იბერია, დილა, ტორპედო) აჯობეს. მეორე დასაწყისშივე კი, დილად კიდევ ერთხელ დაამარცხეს და ჩემპიონატს ამ დროისთვის სათავეში უდგანან.

მატჩის ერთადერთი გოლი ირაკლი იაკობიძის ბოლო წუთზე გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა.

სატურნირო ცხრილი:

1.რუსთავი 10 5 3 2 12-7 18

2.იბერია 9 5 2 2 13-7 17

3.დილა 10 5 1 4 8-7 16

4.ტორპედო 10 4 3 3 17-8 15

5.სპაერი 10 3 3 4 13-13 12

6.დინამო (თბ) 9 2 5 2 8-8 11

7.მეშახტე 9 1 7 1 5-7 10

8.გაგრა 9 2 4 3 9-12 10

9.სამგურალი 9 2 2 5 8-17 8

10.დინამო (ბთ) 9 1 4 4 8-15 7

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი