გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

მაგარი ამბავი – საქართველო მსოფლიოს უმასპინძლებს

გააზიარეთ

ძალიან მაგარი ამბავი – საქართველო 20 წლამდე ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ეს ყველაფერი კანადის ქალაქ ვანკუვერში გაირკვა, სადაც FIFA-ს 76-ე კონგრესის წინ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საბჭოს სხდომაზე გაიმართა. მიღებული გადაწყვეტილებით, FIFA-ს 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატს 2029 წელს საქართველოსთან ერთად სომხეთიც უმასპინძლებს.

ამ ქვეყნებმა FIFA-ს მუნდიალის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი 2024 წლის ივნისში შეიტანეს.

FIFA-ს 20 წლამდე მსოფლიო თასი 1977 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მონაწილეობს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველო FIFA-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს პირველად უმასპინძლებს.

მასპინძელი ქალაქების, სტადიონების და ტურნირთან დაკავშირებული სხვა საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მოგვიანებით გახდება.

ლევან კობიაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:

„მართლაც აღსანიშნავი მოვლენაა, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, FIFA-ს ეგიდით გასამართი მსოფლიო რანგის ტურნირის მასპინძლობა. ჩვენი ქვეყნებისთვის და ფეხბურთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. მიხარია, რომ ამ პროექტზე მუშაობა ერთად მოგვიწევს. ყველა ფეხბურთის ქომაგს ვულოცავ და დარწმუნებული ვარ ეს ტურნირიც ისეთივე კვალს დატოვებს ჩვენი ფეხბურთის განვითარების საქმეში როგორიც იმ საერთაშორისო ტურნირებმა დატოვა, რომელთა მასპინძლობის პოზიტიური გამოცდილება ახლო წარსულში გვქონდა“.

არმენ მელიქბეკიანი, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:

„ამ ტურნირის მასპინძლობას ორივე ფედერაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოც და სომხეთიც მსოფლიო თასს ღირსეულად უმასპინძლებს. ყველაფერს ვეცდებით, რომ FIFA-ს ახალგაზრდული მსოფლიო რანგის ტურნირების ისტორიაში, ეს ტურნირი გამორჩეული იყოს“.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები