16 აპრილს, თბილისში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი იწყება. საქართველოში მედლებისთვისთვის 46 ქვეყანაა ჩამოსული. მათ შორის, რუსეთის ნაკრები – საკუთარი სიმბოლიკებით. ამის უფლება მათ უკვე დართეს.
საქართველო უძლიერესი შემადგენლობით გამოვა – იჭიდავებს ყველა ლიდერი. ვაჟთა შორის მედლებისთვის ბრძლა ყველა მათგანს შეუძლია. არანაირი სენსაცია ეს არ იქნება. თუმცა, გააჩნია ვინ რა ფორმაშია სადღეისოდ.
სასიამოვნო ფაქტია, რომ ბევრი წარმომადგენელი გვეყოლება ქალთა შორის. მეტიც, რომ არა ბოლო წამს გამოკლებული თამარ გიგოლაევისა (48კგ), სრულ ქვოტას, ცხრაკაციან შემადგენლობას ვავსებდით.
კაცებში იჭიდავებენ: გიორგი სარდალაშვილი (60), ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახიშვილი (ორივე 73), ტატო გრიგალაშვილი (81), ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (ორივე 90), ილია სულამანიძე (100), გურამ თუშიშვილი (+100).
ქალთა ნაკრები კი, ასეთია: ჯულიეტა როდონაია (48), ნინო თათრიშვილი (52), ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე, (ორივე 57), ნინო წიკლაური (63), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (ორივე 70), სოფიო სომხიშვილი (+78).
თბილისში სხვა ქვეყნების პირველი ნომრებიც ჩამოდიან და საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა იყრის თავს. თუმცა, ერთი „დანაკლისი“ უკვე არის – სიაში აღარ არის რუსი მატვეი კანიკოვსკი. გავრცელდა ინფორმაციები, რომ მიზეზი დოპინგია… არადა, კანიკოვსკიმ დოპონგის გამო ერთხელ უკვე მოიხადა დისკვალიფიკაცია. განმეორებით შემთხვევაში იოლად ვერ გამოვა.
ტურნირი თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ოთხი დღის განმავლობაში გაიმართება. განრიგი კი, ასეთია:
16 აპრილი
ჯულიეტა როდონაია, ნინო თათრიშვილი; გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი;
17 აპრილი
ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური; ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი;
18 აპრილი
ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია; ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე;
19 აპრილი
სოფიო სომხიშვილი; ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი.