გამოგვიწერეთ

ძიუდო

სარდალაშვილი ოქროსთვის მხეიძეს დაეჭიდება

გააზიარეთ

თბილისში დაიწყო ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი და საქართველოს დელეგაციას პირველივე დღეს მედალი გარანტირებული აქვს. გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ფინალში იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე, საფრანგეთის სახელით, ლუკა მხეიძე იქნება.

ფინალამდე სარდალაშვილმა გერმანელ ჰეიდერს დამატებით დროში იუკოთი აჯობა; მეოთხედფინალში მისი მეტოქე იორე ვერსტრაეტენი იყო. ჩვენებურმა ბელგიელს ვაზარი და იუკო აართვა; ნახევარფინალში მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი ბალაბაი აღაიევი ვაზარით დასცა და ფინალში გავიდა…

დღესვე, ვაჟა მარგველაშვილმა (66) ხორვატ დანი კლაკართან პირველივე წრეში შებოჭვით დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ქალთა შორის, ჯულიეტა როდონაია (48) ჩირინ ბუკლისთან დამარცხდა, ნინო თათრიშვილს კი, ესტონელი დარია მიჰაილოვა არ გამოუცხდდა, უნგრელ როზა გიორტიაშთან კი დამარცხდა.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ძიუდო