გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

თითქმის გადაწყვეტილია – სად გააგრძელებს კარიერას ნიკო ვილიამსი

გააზიარეთ

ნიკო ვილიამსი კატალონიის ბარსელოში ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა – აღნიშნულ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ადასტურებს.

როგორც ირკვევა, ესპანელმა ფეხბურთელმა ყველა სხვა გუნდთან მოლაპარაკებები შეწყვიტა, მისი ერთადერთი სურვილი ბლაუგრანაში თამაშია. არადა, მისი გადაბირება როგორც ლონდონის არსენალს, ასევე მიუნხენის ბაიერნს სურდათ.

ბარსელონასა და ვილიამსს შორის ყველაფერი შეთანხმებულია – ფეხბურთელი ჰანსი ფლიკთან თამაშზე თანახმაა და კონტრაქტის პირობებიც შეთანხმებულია, ბარსელონას მხოლოდ ატლეტიკ ბილბაოსთან ტრანსფერის შეთანხმება დარჩა.

ბარსელონას ბორდი ამჟამად გამოსასყიდ პუნქტსა და გადახდის დეტალებზე მუშაობს. წესით, მის კატალონიურ გრანდში ტრანსფერს ხელს ვეღარაფერი შეუშლის.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ტრანსფერები