გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კვარაცხელიას პსჟ-ში თავისი ძველი გუნდელი სურდა – რა ურჩია ხვიჩამ გუნდს

გააზიარეთ

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლიდან მალევე პარიზელ გულშემატკივარსა და თავის გუნდელებს თავი შეაყვარა, რაც მისი განსაკუთრებული უნარებით შეძლო.

Le 10 Sport იტყობინება, რომ რამდენიმე თვის წინ ქართველმა გარემარბმა პარიზული გუნდის ხელმძღანელობას ვარსკვლავური ტრანსფერის გაკეთება ურჩია და  თავის ყოფილ გუნდელ, ვიქტორ ოსიმენზე მიუთითა.

მაშინ ოსიმენი გალათასარაიში თამაშობდა, მისი მომავალი კი ბუნდოვანი იყო, გამოცემაზე დაყრდნობით კი ნიგერიელის ყიდვას ხვიჩას სახით პსჟ-ში სერიოზული ლობისტი ჰყავდა.

როგორც ჩანს, ეს ტრანსფერი სერიოზულ ეტაპზე არ გადასულა, რადგან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან მალევე, ოსიმენი არაბული გუნდების ყურადღების ცენტრშიც მოჰყვა და დათანხმდა კიდეც ერთ-ერთი მათგანის მსუყე შეთავაზებას.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები