გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

საბა გოგლიჩიძის ტრანსფერით პრემიერ ლიგის გრანდი დაინტერესდა

გააზიარეთ

იტალიური ემპოლისა და საქართველოს ნაკრების 20 წლის ცენტრალური მცველი, საბა გოგლიჩიძე, შესაძლოა მალე ინგლისის პრემიერლიგაში ვიხილოთ. როგორც ბრიტანული გამოცემა Ontheminute ექსკლუზიურად იუწყება, ფეხბურთელის გადაბირებით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა, მათ შორის ნიუკასლ იუნაიტედი.

გოგლიჩიძემ თავი გასულ სეზონში დაამახსოვრა გულშემატკივარს, როცა სერია A-ში 33 მატჩი ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ემპოლიმ ლიგა დატოვა, ახალგაზრდა ქართველი ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ იქცა.

ნიუკასლის გარდა, მცველს აქტიურად აკვირდებიან ნოტინგემ ფორესტი და სანდერლენდიც, ინტერესს იჩენენ რომა და ლაციოც, თუმცა სავარაუდოდ, ინგლისელებს ფინანსური უპირატესობა ექნებათ.

გოგლიჩიძეს ემპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი მზადაა ფეხბურთელი 7-8 მილიონ ევროდ გაასხვისოს.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძე იანვარშიც ახლოს იყო ემპოლის დატოვებასთან, თუმცა მაშინ რომაში ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები