გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

იამალმა ავტოგრაფების დარიგება შეწყვიტა

გააზიარეთ

ბარსელონას ახალგაზრდა ვარსკვლავმა ლამინ იამალმა აღარ იწყებს გულშემატკივრებისთვის მაისურებისა და ბურთების ხელმოწერას. მიზეზი მისი ავტოგრაფის კომერციალიზაციასთან დაკავშირებული ახალი სტრატეგიაა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, 18 წლის ესპანელი ფეხბურთელი ახლოს არის შეთანხმებასთან ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც ცნობილი სპორტსმენების ავტოგრაფებით, მაისურებითა და სხვა ატრიბუტიკით ვაჭრობს.

იმისათვის, რომ მისი ხელმოწერის ღირებულება გაიზარდოს, იამალმა მიიღო მითითება, დროებით შეაჩეროს ავტოგრაფების დარიგება საჯარო ღონისძიებებზე. იდეა მარტივია — რაც უფრო იშვიათი იქნება მისი ხელმოწერა, მით უფრო გაიზრდება მისი ფასი და მოთხოვნა.

ახალგაზრდა ტალანტის წარმომადგენლები უკვე მუშაობენ სპეციალურ კონტრაქტზე, რომლის ფარგლებში იამალის ხელმოწერილი პროდუქცია მხოლოდ ოფიციალური არხებით გაიყიდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი