გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ინფანტინო არჩევნებზე მარტო აღარ იქნება

გააზიარეთ

2027 წელს გასამართ FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი და აქამდე ერთადერთი კანდიდატი ჯანი ინფანტინო მარტო აღარ იქნება.

ინფანტინოს კონკურენტი იაპონიის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, 68 წლის კოძო ტასიმა იქნება, ვინაც საკუთარი კანდიდატურა ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

ტასიმა პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და იაპონიის ნაკრებშიც უთამაშა. თუმცა, სათამაშო კარიერა ნაადრევად, 25 წლის ასაკში დაასრულა. კარიერის დასრულების შემდეგ კი ხელი ფუნქციონალურ სამსახურს მიჰყო და იაპონიის საფეხბურთო ასოციაციას 2016-24 წლებში ხელმძღვანელობდა.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ფეხბურთი