გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

იამალს ხელი ასაკმა შეუშალა

გააზიარეთ

ფეხბურთის ქომაგს ცხადია ეცოდინება, რომ ახლახანს გამართულ ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალზე მთავარი ჯილდო საფრანგეთის ნაკრების და პსჟ-ს ფორვარდს უსმან დემბელეს გადაეცა, რომელსაც მთავარ კონკურენტად ახალგაზრდა ვუნდერკინდი ლამინ იამალი ჰყავდა.

რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით კამათი და აზრთა სხვადასხვაობაა. სპეციალისტთა, გულშემატკივართა და საფეხბურთო ჩინოვნიკთა რაღაც ნაწილი თვლიან, რომ ოქროს ბურთს იამალი იმსახურებდა.

იგივე აზრზეა ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასიც.

„ლამინ იამალი შესანიშნავი ფეხბურთელია. ის მინდორზე საოცრებებს ჩადის და მისი ყურება ერთი სიამოვნებაა. ოქროს ბურთს ლამინი იმსახურებდა და დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან ასეც მოხდება, ის ამ ჯილდოს აუცილებლად მოიგებს, მაგრამ ამის გაკეთება ახლაც შეეძლოა.

ვფიქრობ მას ხელი ასაკმა შეუშალა. იამალი 18 წლის რომ არ ყოფილიყო ოქროს ბურთს მას გადასცემდნენ. ის ზრდას და განვითარებას აუცილებლად გააგრძელებს. იამალი ნამდვილი ტალანტია“ – აღნიშნავს ტებასი.

ოქროს ბურთს ვერ შესწვდა, მაგრამ ლამინ იამალი ზედიზედ მეორედ დასახელდა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი