გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

“სულელური სვლა იყო”, – სლოტმა ეკიტიკე გააკრიტიკა

გააზიარეთ

კარაბაოს თასის 1/16 ფინალში ლივერპულმა საუთჰემპტონი ბოლო წუთებზე უგო ეკიტიკეს გატანილი გოლით გააგდო, ხოლო გატანილი გოლის შემდეგ ფრანგი ფეხბურთელის ემოციები კრიტიკის საგნად იქცა.

საქმე ისაა, რომ ეკიტიკემ გამარჯვების გოლის შემდეგ მაისური გაიხადა, რის გამოც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. მართალია, მერსისაიდულ გრანდს იმ მატჩის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია, თუმცა ეკიტიკე ლივერპულს პრემიერ ლიგის შემდეგ ტურში დააკლდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ლივერპულის თავკაცმა, არნე სლოტმა არ მოიწონა და უკმაყოფილება არც პრესკონფერენციაზე დაუმალავს:

“სულელური გადაწყვეტილება იყო. პირველი ბარათიც არასაჭირო დროს მიიღო, ემოციების კონტროლი აუცილებელია, ამის გამო გაფრთხილებით არ უნდა დაისაჯო.

მართალია, ამ დონის ფეხბურთი არ მითამაშია, თუმცა რამდენიმე გოლი მეც მაქვს გატანილი და ვიცი, რა ემოციებიცაა, მის ადგილას ფრედერიკო კიეზასთან მივიდოდი და ვეტყოდი – ეს გოლი შენ გეკუთვნის”, – განაცხადა სლოტმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ევროტურნირები