გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

უეფა წინააღმდეგია, ფიფა ფიქრობს

გააზიარეთ

2030 წელს, მონდიალის დაარსებიდან ზუსტად 100 წელი შესრულდება. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით არის საუბარი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატით ჩატარდეს და მასში 64 ნაკრებმა მიიღოს მონაწილეობა.

აღნიშნული იდეა ამერიკული ფეხბურთის მმართველ სტრუქტურას Conmebol-ს ეკუთვნის და მისთვის ხორცის შესასხმელად გარკვეული მოძრაობები უკვე დაწყებულია. ნიუ ორკის ტრამპ თაუერში კონკრეტული შეხვედრაც შედგა, რომელშიც ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და გენერალური მდივანი მატიას გრაფსტრომი მონაწილეობდნენ.

ფიფას მაღალჩინოსნები პარაგვაის და ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ და აღნიშნული ინიციატივა განიხილეს, რომელსაც თავისმხრიმ მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც.

მონდიალის ფორმატის ცვლილების კატეგორიული წინააღმდეგია უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი. საბოლოო სიტყვა კი ფიფას საბჭომ უნდა თქვას და დაველოდოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

ისე კი, ცხადია, რაც უფრო გაიზრდება მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდები რაოდენობა საქართველოს ნაკრებსაც მეტი შანსი აქვს ტურნირზე მოხვდეს, თუმცა მანამდე ჯერ 2026 წლის მონდიალის შესარჩევი ეტაპია, სადაც ჯვაროსნებს ოქტომბერში ესპანეთთან და თურქეთთან სტუმრად უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ფეხბურთი