გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

იბერიამ ივა გელაშვილის შემცვლელი იპოვა

გააზიარეთ

საქართველოს ჩემპიონმა იბერიამ გუნდის რიგები კიდევ ერთი ფეხბურთელით გააძლიერა. კლუბს 21 წლის ცენტრალური მცველი აფონსო ლინდო შეუერთდა.

ინგლისელმა უკანახაზელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და უკვე ოფიციალურად გახდა იბერიას სრულფასოვანი მოთამაშე.

ახალწვეული მცველი მიდლსბროს აკადემიის პროდუქტია და ინგლისის ჩემპიონშიპში მიდლსბროს შემადგენლობაში 50-მდე შეხვედრა ჩაატარა.

თბილისურმა კლუბმა აფონსო ლინდო ივა გელაშვილის წასვლის შემდეგ დაიმატა. შეგახსენებთ, რომ გუნდის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურამ, რომელიც იბერიას დაცვაში ლიდერი იყო, კლუბი ცოტა ხნის წინ დატოვა.

იბერიას ეს ტრანსფერი მოწმობს, რომ გუნდი დაცვითი ხაზის გამაგრებას პრიორიტეტად მიიჩნევს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები