გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

იბერიას სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე ცნობილია

გააზიარეთ

საქართველოს ჩემპიონი “იბერია 1999” უეფას ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. დღეს განთესილი გუნდების სრული სია გახდა ცნობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ ვის შეხვდება იბერია.

უეფა წილისყრის წინ, გუნდებს ტრადიციულად რეგიონული პრინციპით დაყოფს, რაც ნიშნავს, რომ “იბერიას” პოტენციური მეტოქეთა სია სავარაუდოდ შემცირდება. წილისყრა 17 ივნისს გაიმართება, ხოლო თამაშები 8/9 და 15/16 ივლისს ჩატარდება.

პირველ ეტაპზე იბერიას არ აქვს განთესვის სტატუსი, ამიტომ მისი მეტოქე ამ გუნდებიდან იქნება:

“ლუდოგორეცი” (ბულგარეთი)

FCSB (რუმინეთი)

“ოლიმპია” (სლოვენია)

“მალმიო” (შვედეთი)

“ჟალგირისი” (ლიეტუვა)

RFS (ლატვია)

“კუპს” (ფინეთი)

“ლინკოლნი” (გიბრალტარი)

“ნიუ სეინტსი” (უელსი)

“დრიტა” (კოსოვო)

“ბრეიდაბლიკი” (ისლანდია)

“ლინფილდი” (ჩრდილოეთ ირლანდია)

“ბუდუჩნოსტი” (მონტენეგრო)

ბოსნიის ჩემპიონი (ზრინსკი ან ბორაცი – დარჩენილია 2 ტური, ზრინსკი 4 ქულით ლიდერობს)

თუ “იბერია” პირველ რაუნდს გადალახავს, გუნდი მინიმუმ კონფერენსლიგის პლეი ოფს მიაღწევს. დამარცხების შემთხვევაში კი ევროპული გზა კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაგრძელდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ევროტურნირები